მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ზაზა ხატიაშვილი

ზაზა ხატიაშვილმა 1984 წელს დაამთავრა ქ. კემეროვოს სამედიცინო უნივერსიტეტი, ინტერნატურა გაიარა ყბა-სახის ქირურგიაში, ხოლო
1987-1989 წლებში კლინიკური ორდინატურა ორთოპედიულ სტომატოლოგიაში.

1990 წლიდან მუშაობს საქართველოში. 1995 წელს დააფუძნა საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა. ზაზა ხატიაშვილი პრაქტიკულ საქმიანობას უთავსებს სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2006 წელს მას მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.

ზაზა ხატიაშვილს გავლილი აქვს სპეციალიზაციები და მასტერ-კლასები თერაპიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიაში, პარადონტოლოგიაში, მხატვრულ რესტავრაციასა და იმპლანტაციაში. არის მრავალი საერთაშორისო კონგრესისა და სემინარის მონაწილე.მინიჭებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატები თერაპიულ, ქირურგიულ და ორთოპედიულ სტომატოლოგიაში.