ჩვენს შესახებ

ჩვენი კლინიკა დაარსდა 1995 წ. და ამ წლების განმავლობაში სახელი გაითქვა, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა სამედიცინო დაწესებულებამ  არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რომელიც გთავაზობთ საუკეთესო ხარისხისა და ფართო სპექტრის სტომტოლოგიურ მომსახურებას.

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით. გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიები და უსაფრთხოების დაცვის უმაღლესი სტანდარტები (პროგრამა ანტი-ჰეპატიტი, ანტი-შიდსი). კლინიკას გააჩნია საკუთარი ლაბორატორია, რაც არის ორთოპედიული სამუშაოების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების გარანტია. თითოეული პაციენტისთვის შედგენილია მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა, მისი ჯანმრთელობის, ესთეტიური მოთხოვნილებებისა და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად.