კბილების გათეთრება

ვინ არ ოცნებობს ქათქათა თეთრ ღიმილზე? მითუმეტეს, თუ ამის მიღწევა ერთ საათში შეიძლება. გათეთრება, რომელიც არის:

  • სწრაფი და მოსახერხებელი
  • ხანგრძლივვადიანი
  • დაბალი მგრძნობელობის მატარებელი
  • უსაფრთხო და ეფექტური

თქვენ ღიმილს უფრო მომხიბვლელს გახდის.

აღსანიშნავია, რომ ლაზერით გათეთრება არის ერთადერთი მეთოდი მსოფლიოში, რომელიც არ იწვევს კბილების მგრძნობელობის მომატებას. იგი საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნას ისეთ პაციენტებთან, რომლებსაც აქვთ კბილების მაღალი მგრძნობელობა, კბილების გაშიშვლებული ყელი, გინგივიტი, პაროდონტიტი, ანუ ისეთ პაციენტებთან, რომელთათვის მავნებელია ქიმიური გათეთრება. ამასთან ერთად, კლინიკურად დამტკიცებულია, რომ ლაზერით გათეთრების ჩატარების შემდეგ, კბილების ემალი საგრძნობლად მყარდება.

როგორია გათეთრების პროცედურა?

  • პროცედურის დაწყების წინ ვიღებთ სურათს „მკურნალობამდე“. ღრძილებსა და ტუჩებს ვფარავთ სპეციალური დამცველი გელით.
  • კბილები იფარება გამათეთრებელი გელით და ხდება მისი გააქტივება ლაზერით.
  • ეს პროცედურა 20 წუთიანია და 3-ჯერ მეორდება. ვიღებთ სურათს „მკურნალობის შემდეგ“.
  • შედეგი სახეზეა-თეთრი „ჰოლივუდის“ ღიმილი.

არსებობს კბილების გათეთრების სახლის მეთოდიც. ამ შემთხვევაში ლაბორატორიაში მზადდება კაპები, პაციენტს სახლში ვატანთ გამათეთრებელ,სპეციალურ კომპლექტს და ვუხსნით მოხმარების წესებს.