ფაიფურის ვინირები

არასასიამოვნო შესახედია ისეთი კბილები, რომლებსაც აქვთ ლაქები, ჩამონამტვრევები, არასწორი დგომა ან მეჩხერობა. ვინირება არის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი ამ პრობლემების მოგვარებისა.
ვინირი წარმოადგენს კბილის ფერის მასალისაგან (უმეტესწილად ფაიფურისაგან) დამზადებულ თხელ ფირფიტას, რომლის დანიშნულებაცაა დაფაროს თქვენი კბილის წინა ზედაპირი. უპირველეს ყოვლისა, სტომატოლოგი მოაშორებს თქვენი კბილის მცირე მოცულობას, რათა შექმნას სივრცე ვინირისათვის. შემდეგ ხდება ანაბეჭდის აღება.

ლაბორატორიაში ტექნიკი ამზადებს დამუშავებული კბილის ზუსტ მოდელს, რომლის მიხედვითაც მზადდება ვინირი. ანაბეჭდის აღების შემდეგ სტომატოლოგი თქვენს კბილებზე ამაგრებს დროებით ვინირებს. შემდგომი ვიზიტის დროს მოცილდება დროებითი ნაწილები და შემოწმდება თითოეული ვინირი, რათა განსაზღვროს მათი მისადაგებლობის სიზუსტე და ესთეტიური მხარე.ამის შემდგომ, ყოველი ვინირი ემაგრება შესაბამის კბილს.

პროცედურის დასრულება მოგანიჭებთ დიდ სიამოვნებას, რადგან თქვენი ღიმილი იქნება მომხიბვლელი და უნაკლო.