ქირურგიული სტომატოლოგია

დაშლილი კბილების ამოღება ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პროცედურაა. ჩვენს კლინიკაში კბილების უბრალო ამოღებების გარდა ტარდება რთული, რეტინირებული კბილების ამოღება (კბილი, რომელიც ძვალშია ან ღრძილითაა დაფარული და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხდება მისი ამოჭრა). კბილის ამოღებისას ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ ინსტრუმენტებს რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ძვლოვანი ქსოვილი. ასე ამოღებული კბილის შემთხვევაში შეიძლება მაშინვე იმპლანტის ჩადგმაც.

ჩვენთან ასევე ტარდება ფესვის წვერის რეზექციის და პარადონტოლოგიური ოპერაციები.