გვირგვინები

გვირგვინი არის საფარი, რომელიც მთლიანად ფარავს კბილის ზედაპირს, აღადგენს რა მის თავდაპირველ ფორმასა და ზომებს. გვირგვინი იცავს და აძლიერებს კბილის კორპუსს, რომელიც მნიშვნელოვნად არის დასუსტებული და ვერ უზრუნველეყოფს ნორმალურ ფუნქციონირებას.

გვირგვინის დამზადება, როგორც წესი, ორ ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე იქლიბება კბილი, ხდება ანაბეჭდების აღება და მათი სტომატოლოგიურ ლაბორატორიაში გაგზავნა. პირველი ეტაპის შემდეგ პაციენტს უკეთდება დროებითი გვირგვინი, რათა მოხდეს კბილის დაცვა მუდმივი გვირგვინის დამზადებამდე.

მეორე ვიზიტის დროს იხსნება დროებითი გვირგვინი და საგულდაგულოდ რეგულირდება ახალი გვირგვინის კონფიგურაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სივრცისა და თანკბილვის სიზუსტე; საბოლოოდ, გვირგვინი მაგრდება მუდმივი საფიქსაციო ცემენტის მეშვეობით.

ხიდები

ხიდისებრი პროთეზი შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტული დაკარგული კბილის შესაცვლელად; ხიდი უნდა ებჯინებოდეს ორ დარჩენილ კბილს. ხიდი შედგება დამყრდნობი გვირგვინებისგან და ხელოვნური კბილებისაგან.

ხიდების დამზადება ორ ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე ხდება დამყრდნობი კბილების გაქლიბვა და ანაბეჭდის აღება. გაქლიბული კბილები იფარება დროებითი გვირგვინებით, ანაბეჭდები იგზავნება სტომატოლოგიურ ლაბორატორიაში, სადაც მზადდება სამუშაო.

მეორე ვიზიტის დროს იხსნება დროებითი გვირგვინები და საგულდაგულოდ მოწმდება ლაბორატორიაში დამზადებული ხიდის კონფიგურაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სივრცისა და თანკბილვის სიზუსტე; საბოლოოდ, ხიდი ცემენტდება მუდმივი საფიქსაციო ცემენტის მეშვეობით.