კბილების გაწმენდა

კბილების პროფესიონალური გაწმენდა მოიცავს შემდეგ პროცედურებს:
ნადების მოშორება - ნადები არის წებოვანი, თითქმის უჩინარი შრე, რომელიც წარმოიქმნება კბილებზე. იგი წარმოადგენს ცოცხალი ბაქტერიების, საჭმლის ნარჩენებისა და ნერწყვის მზარდ კოლონიას. ნადების მოსაშორებლად ჩვენ ვიყენებთ „ეარ-ფლოუს“ სისტემას, რომელიც ჰაერის ჭავლითა და მცირე ზომის კრისტალებით წმინდავს კბილის ზედაპირს.

ქვის მოშორება - კბილის ქვა არის გამყარებული ნადები, რომელიც წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე და შეიძლება მოცილდეს სპეციალური სტომატოლოგიური ინსტრუმენტის - სკალერის მეშვეობით.

გაპრიალება - მოაშორებს ლაქებს, რომლებიც იქმნება კბილზე ისეთი ნივთიერებების ზემოქმედებით, როგორიცაა ნიკოტინი, ყავა ან ჩაი.