ღრძილების მკურნალობა

პაროდონტის დაავადებები ყველაზე ხშირი მიზეზია კბილების დაკარგვისა.
ეს დაავადებები ძირითადად მიმდინარეობს უმტკივნეულოდ და შემდგომში ინტენსიურად პროგრესირებს.

დაავადების საწყის ეტაპზე პაციენტები უჩივიან ტკივილს, ღრძილების შეშუპებას, ლორწოვანის გაწითლებას და სისხლდენას. პაროდონტიტის პროგრესირებისას უჩნდებათ ცუდი სუნი პირიდან, ადგილი აქვს კბილთა მწკრივის დეფორმაციას, ღრძილების დაწევას და კბილების ყელების გაშიშვლებას, ძვლის განლევას და დაშლას, რაც თავისთავად იწვევს კბილების მორყევას და შემდგომ მათ დაკარგვას.

ჩვენი კლინიკა გთავაზობთ ღრძილების კომპლექსურ მკურნალობას, რომელიც რამოდენიმე ეტაპისაგან შედგება.

  • პირველადი პარადონტოლოგიური მკურნალობა,
  • ქირურგიული მკურნალობა.
  • საღეჭი ფუნქციის აღდგენა.
  • მიღწეული შედეგის შენარჩუნება.
     

პირველადი მკურნალობის ეტაპზე ჩვენ ვიყენებთ სისტემას „Vector”,  რომლის საშუალებითაც ქვები, ბიოლოგიური გარსი და ბაქტერიები ცილდება თხელი ინსტრუმენტებით ფესვების ზედაპირებიდან კბილ-ღრძილოვანი ჯიბის მთელ სიღრმეზე. ფესვების ზედაპირები იწმინდება და პრიალდება სპეციალური სუსპენზიით „Vector Fluid Polish”. ამ პროცედურის დროს არ ზიანდება არც მაგარი და არც რბილი ქსოვილი.