კბილების მხატვრული რესტავრაცია კომპოზიტებით

კბილების მხატვრული რესტავრაცია კომპოზიტებით წარმოადგენს კბილის ფორმის, ზომისა და რელიეფის აღდგენას. კომპოზიტი არის გამძლე და პლასტიური საბჟენი მასალა, რომელიც კარგად ეხამება კბილების ფერს.

სხვადასხვა ფერისა და გამჭირვალობის კომპოზიტების გამოყენებით ხდება კბილის ქსოვილების იმიტაცია. მაღალპროფესიონალურად შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით გაარჩიოთ საბჟენი მასალა კბილის ქსოვილისგან. მხატვრული რესტავრაცია იძლევა საშუალებას შევინარჩუნოთ კბილი ცოცხლად და არ დაგვჭირდეს კბილის ხელოვნური გვირგვინით აღდგენა.